суббота, 5 июля 2014 г.

 IX  დღის რეფლექსია:
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. შევავსეთ საქაღალდეები, ვიმუშავეთ ჩანართებზე. გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნანუშევრები ბლოგზე. ძალიან საინტერესო და დატვირთული ტრენინგი იყო.ბევრი რამ მომცა ინტელის მოცემული კურსის გავლამ. აუცილებლად გამოვიყენებ აქ მიღებულ ცოდნას მომავალი სასწავლო წლიდან.წარმატებებს ვუსურვებ ყველას ვინც შემდგომში გაივლის ამ კურსს.

четверг, 3 июля 2014 г.

VIII დღის რეფლექსია.
დღეს განვიხილეთ მოდული 7. გავეცანით როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე  დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავაკთეთ რეფლექსია მიღებულ  ცოდნაზე.

вторник, 1 июля 2014 г.

VI დღის რეფლექსია.
ვიმსჯელეთ როგორ ვიყენებთ თემაში ინტერნეტს უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაცია,პუბლიკაციები.გავუზიარეტ ერთმანეთს იდეები, გავეცანით ბლოგირების თვითმასწავლებელს. გავაკეთეთ რეფლექსია. ძალიან საინტერესო მუშაობა გამოვიდა.

VII დღის რეფლექსია.
განვიხილეთ მოდული 6.
დავუბრუნდით მასწავლებლის როლს. გავეცანით როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს,რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ,აგრეთვე როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. გავუზიარეთ ერთმანეთს შეფასების  რუბრიკები, მოვძებნეთ დიფერეენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეებისათვის, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის მოდიფიცირებაზე.